მთავარი




           26 ოქტომბერს ქალაქ წყალტუბოს # 2  საჯარო  სკოლაში სტუმრად იყო




არასამთავრებო  ორგანიზაციის "აკმეს" დამაარსებელი, პროექტი  "ბიოქიმია  მომავლისათვის" ხელმძღვანელი,  ქ.ქუთაისის #  15 საჯარო  სკოლის  ისტორიის  მასწავლებელი  და  ჩვენი კლუბების სულისჩამდგმელი  ქალბატონი ნათია  კალანდაძე თავის გუნდთან  ერთად.



     ბიოლოგიური კლუბი " ნუკლეუსი" სტუმრად აწსუ-ში
2017 წლის 15 ნოემბერს პროექტ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ფარგლებში პროექტის წევრები და დაარსებული სამეცნიერო კლუბების წევრებს შეხვდა აწსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს
1. ირინე ფხაკაძე ასოც. პროფესორი მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
2. თამარ ვალიშვილი ასოც. პროფესორი კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
3. გიორგი მღვდელაძე კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიის სპეციალისტი
4. მედიცინა +PBL მე-2 კურსის სტუდენტები
ქ–ნ ირინემ დეტალურად გააცნო ახალგაზრდებს ფაკულტეტის ძირითადი მიმართულებები და პროგრამები, ისაუბრა სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, მთავარ მიღწევებზე და მიზნებზე. აღსანიშნავია უნივერსიტეტის დამოკიდებულება სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, დაისახა ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო კოორდინაციის პერსპექტივები .შეხვედრის დასასრულს
დაათვალიერეს კლინიკური უნარ–ჩვევების ლაბორატორია სტუდენტების კოორდინირებით.








No comments:

Post a Comment