2017 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა ქ. წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის ბიოლოგიური კლუბის " ნუკლეუსის' პრეზენტაცია.კლუბი დაარსდა პროექტი
"ბიოქიმია მომავლისათვის" მოხალისებრივ საწყისებზე ფარგლებში.
არჩეული იქნა კლუბის ლიდერი,მენეჯერი და კოორდინატორი.დამტკიცდა სამუშაო გეგმა.კლუბის ლოგო და სლოგანი.შეხვედრების დღედ ხუთშაბათი აირჩიეს
2017 წლის 27 ოქტომბერს ბიოლოგიურმა კლუბმა " ნუკლეუსმა" ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე:
" თამბაქო მავნებელია".პრეზენტაციის მიზანი იყო წარმოგვეჩინა თუ რა მავნე გავლენას ახდენს თამბაქოს წევა ადამიანის ჯანმრთელობაზე .ბავშვებმა წარმოადგინეს საშინელი სტასისტიკა მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილიაობისა, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს ბოლით..პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია
2017 წლის 9 ნოემბერს გაიმართა ბიოლოგიური კლუბი "ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა.
თემაზე "გამოჩენილ მეცნიერთა ელექტრონული კატალოგი"
ბავშვებმა როლური თამაშით წარმოადგინეს მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები ბიოლოგიის.ფიზიკის,ქიმიის და მედიცინის ისტორიაში.
შეხვედრის მიზანი იყო მეტი ინფორმაცია გაეგოთ მეცნიერთა ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.გაიგეს,რომ "მეცნიერებაში არ არსებობს ფართო შარაგზა.....",რომ მხოლოდ დაუღალავი შრომით შეიძლება მიაღწიო მიზანს.
ენერჯაიზერმა "პოზიტივი სახელშია" კარგი განწყობა გამოიწვია ბავშვებში
მხიარული კადრები.მზადება პრეზენტაციისთვის
2017 წლის 11 ნოემბერს ბიოლოგიური კლუბი "ნუკლეუსი" არასრული შემადგენლობით (10 წევრი) იმყოფებოდა ექსკურსიაზე მარშრუტით : წყალტუბო-ზედაზენის მონასტრი-თბილისის ეროვნული პარკი- მთაწმინდა- წყალტუბო.
ექსკურსიის მიზანი იყო დაეთვალიერებინათ ეროვნულ პარკში მოთავსებული მცენარეთა იშვიათი ჯიშები,მრავაწლოვანმა წიწვოვანმა და ფოთლოვანმა მცენარეებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა კლუბის წევრებზე.ტყე საოცარი ფერებით იყო შემოსილი და ჩამოცვენილ ფოთლებს ფეხქვეშ სასიამოვნო შარაშური გაქონდა.
მონასწრის ეზოში ბზის ღობეები იყო გაკეთებული
2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ბიოლოგიური კლუბის " ნუკლეუსის" შეხვედრა თემაზე:" ნორჩი გამომგონებელი" კლუბის წევრმა გიორგი უგულავამ წარმოადგინა თავისი გამოგონება "მოძრავი ჯებირი".მოძრავი ჯებირი არის საშუალება, რომელიც გამოიყენება მდინარეების ადიდების დროს ტერიტორიების დატბორისაგან დასაცავად.
მისი შექმნის იდეის გაჩენა გამოიწვია ბოლო წლებში მომხდარმა რამდენიმე სერიოზულმა კატასტროფამ,რომელმაც ბევრი ქვეყანა დააზარალა.პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წყალდიდობების მიერ გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება.გამოგონებამ დიდი ინტერესი გამოიწვია კლუბის წევრებში.
ნორჩი გამომგონებელი
მოძრავი ჯებირის პროექტი
პროექტის წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია
2017 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ბიოლოგიური კლუბ "ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა თემაზე: "მემკვიდრული დაავადებები". ბავშვებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს იმ დაავადებების შესახებ,რომლებიც მემეკვიდრეობით გადაეცემა.დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ბევრი ისეთი დაავადებები,რომელთა რიცხვმა დღეს საკმაოდ მოიმატა,ისაუბრეს მუტაციებზე, მის სახეებზე და გამომწვევ ფაქტორებზე.
გამოირჩევა გენური,გენომური და ქრომოსომული დაავადებები
2017 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ბიოლოგიური კლუბის შეხვედრა თემაზე:'ყურსასმენების ბუმი".თემა აქტუალური არის იმით, რომ
ბოლო დროს იშვიათად შეხვდებით მოზარდს, აიპოდით ან მობილური ტელეფონის ყურსასმენებით რომ არ სარგებლობდეს. ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო არაფერია – მოზარდი მუსიკას უსმენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვნებს ზედმეტი ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას, ადვილად მივხვდებით, რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამ თითქოსდა უწყინარ გართობას მოზარდისთვის.
ძლიერი ხმაური სმენისთვის ძალზე საშიშია. მეტისმეტად ხმამაღალი ბგერები შიგა ყურში არსებულ მიკროსკოპულ სენსორულ რეცეპტორებს აზიანებს. სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია. დაზიანებული რეცეპტორები ტვინს ბგერით ინფორმაციას ვეღარ გადასცემს. ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემებს
პოზიტივი შემოიტანა როლურმა თამაშმა:"როგორ გესმის"
რეგისტრაცია
2017 წლის 14 დეკემბერს, ქ.წყალტუბოს 2 საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდული ორგანიზაცია ,, აკმე"-ს პროექტ ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ფარგლებში დაარსებული კლუბ ,, ნუკლეუსი"-ს შეხვედრა თემაზე ,,ნარჩენების გადამუშავება" ❤ ✔
🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻 🔺 🔻
ნარჩენები გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.
ნარჩენების „მოშორება“ ყველაზე ხშირად მათი ნაგავსაყრელზე „გადაყრით“ ხდება. ამ ნაგავსაყრელებზე მათ ტკეპნიან და მიწის ფენით ფარავენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნარჩენები „გაქრა“. მაგრამ ეს ასე არ არის _ მიწის ქვეშ დამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ გარემოს კვლავაც აზიანებს, და თან საკმაოდ სერიოზულად: ნარჩენების ნაწილი ლპება და ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირებს გამოჰყოფს. ლპობის შედეგად წარმოქმნილი მეთანი ხშირად თვითაალდება და იწყება ხის, პლასტმასის, ტყავის და სხვა ნარჩენების მბჟუტავი წვა, რის შედეგადაც უაღრეად მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება და გაიფრქვევა ატმოსფეროში.
ნარჩენები გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.
ნარჩენების „მოშორება“ ყველაზე ხშირად მათი ნაგავსაყრელზე „გადაყრით“ ხდება. ამ ნაგავსაყრელებზე მათ ტკეპნიან და მიწის ფენით ფარავენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნარჩენები „გაქრა“. მაგრამ ეს ასე არ არის _ მიწის ქვეშ დამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ გარემოს კვლავაც აზიანებს, და თან საკმაოდ სერიოზულად: ნარჩენების ნაწილი ლპება და ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირებს გამოჰყოფს. ლპობის შედეგად წარმოქმნილი მეთანი ხშირად თვითაალდება და იწყება ხის, პლასტმასის, ტყავის და სხვა ნარჩენების მბჟუტავი წვა, რის შედეგადაც უაღრეად მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება და გაიფრქვევა ატმოსფეროში.
გავრცელებული განმარტებით ნარჩენი არის ის, რაც პატრონს აღარ სჭირდება. ამავე დროს ხომ ყველა ნარჩენი დაკარგული, ფუჭად გადაყრილი რესურსია, რომელიც შეიძლებოდა ან კვლავაც შეიძლება სასარგელოდ იქნეს გამოყენებული. ჩვენ კი მათ „ვიშორებთ“ და ამისთვის დამატებით რესურსებსაც ვხარჯავთ. ის ნარჩენი კი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული მეორადი მასალის ან ენერგიის წყაროდ. ნაგავსაყრელზე მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს, რომლის მეორადი გამოყენება შეუძლებელია.
2017 წლის 21 დეკემბერს გაიმართა კლუბ" ნულეუსის" შეხვედრა თემაზე:
"მიტოვებული ძეგლი".მომხსენებელი იყო ნანო იობიძე.თემა ეხებოდა წყალტუბოს თეთრ მღვიმეს,სადაც ვაწყდებით ვანდალიაზმის ფაქტებს. მღვიმე ოდესღაც წარმატებით გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.ეხლა კი თვით ადამიანების ხელით ნადგურდება,ამჟამად მღვიმე დაკეტილია და აღარ ფუნქციონირებს
2018 წლის იანვარს ჩატარდა კლუბ " ნუკლუსის" შეხვედრა თემაზე: "დაბალანსებული კვება".
ჯანსაღი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურეობა, 15%-ით – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ით – ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ალბათ დამეთანხმებით რაოდენ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ ვიკვებებით. დაბალანსებული და სწორი კვების დროს, ადამიანის ორგანიზმი თავად იღებს იმ სიცოცხლისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს. ადამიანების უმრავლესობა, ძირითადად გოგონები თინეიჯერულ ასაკში მიმართავენ სხვადასხვა სახის დიეტებს წონის კორექციისათვის, რასაც ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს, მითუმეტეს გარდატეხის ასაკში. მკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას, ვითარდება მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი, რამაც სხვადასხვა სახის პათოლოგიურ მდგომარეობამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. ჯანსაღი კვების რაციონი, აუცილებლად გულისხმობს ისეთი ელემენტების დაბალანსებულ მიღებას, როგორებიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ბალანსირებული რაციონი – ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს.
დაბალანსებულ კვებასთან დაკავშირებით ბავშვებმა გამოუშვეს გაზეთი
2018 წლის 8 თებერვალს პროექტ „ბიოქიმია მომავლისათვის„ მოხალისეობის ფარგლებში დაარსებული კლუბი „ნუკლეუსი„ ეწვია „ალერგოლოგიის ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუს„ სადაც შედგა დისკუსია ამათუ იმ საკითხზე. მოვინახულეთ ლაბორატორია. ვისაუბრეთ ცენტრის დაარსების შესახებ. მეტად კარგ და სასიამოვნო გარემოში ❤
გავეცანით მათ მიღწევებს ამა თუ იმ სფეროში,ცენტრი ნამდვილად ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას
2018 წლის 15 თებერვალს ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ბიოქიმია მომავლისათვის„ მოხალისეობის ფარგლებში დაარსებული კლუბი "ნუკლეუსი" ეწვია ბალნეოლოგიურ ცენტრს "წყარო 6" შეხვედრა მეტად საინტერესო და კარგი იყო❤️ვისაუბრეთ მის დაარსბასა და მუშაობაზე ❤️რადონული წყლების მოპოვებაზე და სამკურნალო
მეთოდებზე ❤️ასევე ვიხილეთ თითოეული თერაპიის ჩასატარებელი დანადგარი და მისი მომსახურეობის პრინციპი.მართლაც საოცარი წყალტუბოს წყლები.
კლუბ "ნულკეუსის" განხორციელებული პროექტები.2018 წელი 23 თებერვალი
2018 წლის 1 მარტს ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ბიოქიმია მომავლისათვის„ მოხალისეობის ფარგლებში დაარსებული კლუბმა „ნუკლეუსმა„ გამართა შემდეგი პრეზენტაცია თემაზე ,, ალკოჰოლი და ჩვენ„ კლუბს ასევე ყავდა სფეციალურად მოწვეული სტუმარი ექიმი - სალომე ხაზარაძე წარიმართა მეტად აქტიური და მხიარული პრეზენტაცია
შევსებული იქნა კითხვარი:"მითი თუ სინამდვილე"
2018 წლის 15 მარტს ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ბიოქიმია მომავლისათვის„ მოხალისეობის ფარგლებში დაარსებული კლუბმა „ნუკლეუსმა" მოაწყო საველე პრაქტიკა წყალტუბოს პარკში,გაზაფხულის ფერებით დაგვხვდა პარკი,მისი განუმეორებელი მრავალწლიანი ხემცენარეებით.კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა“,
2018 წლის 21 მარტი .
2018 წლის 12 აპრილს შედგა კლუბ " ნუკლეუსის'" მორიგი შეხვედრა თემაზე:
"გალაქტიკა და ჩვენ".პრეზენტაცია ეხებოდა მზე და მზის სისტემის პლანეტებს,ყველა პლანეტა წარმოადგინეს ბავშვებმა როლურად,დაასაბუთეს რატომაა შესაძლებელი სიცოცხლე იყოს მხოლოდ დედამიწაზე,გაიმართა დისკუსია
ენერჯაიზერმა მხიარულება შემოიტანა
2018 წლის 20 აპრილს გაიმართა კლუბ "ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა თემაზე:
"ნარკომანია".პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო,რადგან ნარკომანია ხომ კაცობრიობის უბედურებას წარმოადგენს, გაიმართა სხვადასხვა აქტივობები,რომელშიც ბავშვები სიხარულით ჩაერთნენ.
2018 წლის 27 აპრილს გაიმართა კლუბ " ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა თემაზე:
"ადრეული ქორწინება".მონაწილეებმა საინტერესოდ იმსჯელეს ადრეული ქორწინების მიზეზებზე და რისკებზე.
ბავშვებმა განახორციელეს ჯგუფებში საინტერესო აქტივობები და წარმოადგინეს "ბედნიერი ოჯახის მოდელი".
2018 წლის 3 მაისს შედგა კლუბ "ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა თემაზე:
"სამყარო თავდაყირა".ნიკა რატიანმა, საბა გურეშიძემ გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია თვალზე,ისაუბრეს თვალის,როგორც ოპტიკურ ნაწილზე,რატომ ვხედავთ სწორად საგნებს,როცა ბადურაზე საგნის თავდაყირა გამოსახულებები მიიღება,იმუშავეს ჯგუფებმა მხედველობის დარღვევებზე.
2018 წლის 10 მაისს შედგა კლუბ " ნუკლეუსის" მორიგი შეხვედრა თემაზე
"ცილა სიცოცხლეა".ბავშვებმა საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს ცილებზე,არსებობს ასეთიი გამოთქმა : " სადაცაა ცილა იქ არის სიცოცხლე",
პრეზენტაციებმა ნამდვილად გაამართლეს ეს გამოთქმა,რადგან ცილა მიეკუთვნება ორგანულ ნაერთებს, მას პირველი ადგილი უჭირავს ორგანულ ნაერთებს შორის.
2018 წლის 17 მაისს ჩატარდა კლუბ " ნუკლეუსის" შეხვედრა თემაზე " მომავლის ტექნოლოგიები".იმისათვის რომ დავათვალიეროთ უჯრედები აუცილებელია გამადიდებელი ხელსაწყოები,ბავშვებმა საინტერესო ისტორია წარმოადგინეს გამადიდებელი ხელსაწყოების განვითარების ისტორიის შესახებ, "კვარცის ნატეხიდან მიკროსკოპამდე".ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ მნიშვნელობაზე.
2018 წლის 24 მაისს ჩატარდა კლუბ "ნუკლეუსის" შეხვედრა თემაზე: " უბრალოდ წყალი",უწყლოდ დედამიწაზე სიცოცხლე არ არსებობს,სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს ბავშვებმა,ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე და მის ანომალიებზე.ბოლოს გაიმართა დისკუსია,
2018 წლის 31 მაისს ჩატარდა კლუბ: "ნუკლეუსის" შეხვედრა თემაზე: "მე პატარა ციტოლოგი ვარ".ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უჯრედზე, ისაუბრეს რომ ისინი ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციური და სტრუქტული ერთეულები არიან,ყველა პროცესს, რომელიც უჯრედებში მიმდინარებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ბოლოს დაამზადეს უჯრედის მოდელი
ამავე შეხვედრაზე ანკეტირება მოხდა , სადაც ბავშვებმა პასუხები გასცეს დასმულ კითხვებს და მოახდინეს რეფლექსიები კლუბის მუშაობის შესახებ
No comments:
Post a Comment