ჩემი გაკვეთილები

თემა: "ვიტამინები"
10- კლასი




7-კლასი
ღია  გაკვეთილი-" გამადიდებელი ხელსაწყოები"


შიდა  დაკვირვების  გაკვეთილი მერვე  კლსში.
თემა  სუნთქვა
სსიპ მამუკა  სამაკაშვილის სახელობის ქ. წყალტუბოს # 2  საჯარო  სკოლის  ბიოლოგიის  მასწავლებლის ნინელი  კუხალაშვილის
 
                        რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

2017 წლის 21  დეკემბერს  ჩავატარე შიდა  შეფასების გაკვეთილი VIII-ბ კლასში. სიით ირიცხებოდა 30 მოსწავლე; აკლდა 3  მოსწავლე; სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა: გაზთა ცვლა ფილტვებში  და  ქსოვილებში, ფილტვების  სასიცოცხლო ტევადობა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს ექსპერიმენტული გამოკვლევებით შეექმნას წარმოდგენა ფილტვებში გაზთა ცვლაზე.მოსწავლე  გააკეთებს გაზომვებს  და  გამოთვლის ფსტ მიცემული  მაგალითებით.
მიზნის  მისაღწევად  დავგეგმე შემდეგი  აქტივობები:
აქტივობა #1- საორგანიზაციო  საკითხები  და მიზნის  გაცნობა
აქტივობა # 2- წინარე ცოდნის  გააქტირება ინტერაქტიული ლექციით.
აქტივობა # 3- სასწავლო  გაჩერებები; სულ  წარმოდგენილი  იყო 4 გაჩერება.გაჩერება #1-აირთა  ცვლაზე ცხრილის  ჩვენება  და  ექცპერიმენტები  კირიან  წყალზე, გაჩერება#2 ადამიანის ატლასის  საშუალებით აირთა ცვლის ჩვენება ფილტვებსა  და  ქსოვილებში,
გაჩერება # 3 ფილტვის  მოდელის წარდგენა, გაჩერება #4 ფსტ  განსაზღვრა.
აქტივობა# 4პრეზენტაცია და  შეფასებები.
გაკვეთილი  წარიმართა საკმაო  აღმავლობით,თითქმის ყოველი  წუთი იყო დატვირთული,ექსპერიმენტებმა საკმაო  დაინტერესება  გამოიწვია ბავშვებში,მათმა სიხარულით  შეასრულეს თითოეულ  გაჩერებაზე მოცემული  დავალება.
სწორად  დაგეგმილმა აქტივობებმა საშუალება  მომცა მაზანძე  გავსულიყავი,თან გამოყენებული  მქონდა სხვადასხვა სასწავლო  რესურსები,ვიდეორგოლები,სლაიდშოუ. ამან  საშუალება  მომცა,რომ  ბავშვებს  მოეხდინათ ცოდნის  ტრანსფერიც  და  დაეკავშირებინათ საკუთარ ორგანიზმთან.ჩართულობა  იყო  საკმაოდ  მაღალი
      მიუხედავად  წარმატებისა  იყო  საკითხები,რომელიც შეიძლებოდა  უკეთ  გამეკეთებინა.გაკვეთილის დასაწყისში შეიძლებოდა ჯგუფის ორგანიზება უფრო მობილიზებული  ყოფილიყო. პრეზენტაციების დროს ოთხივე გაჩერებაზე წარმოდგენილი მასალები თითოეულ  ჯგუფს ცალკე რომ  გაეკეთებინა სასურველი იყო,ამან შემიქმნა დროის  ლიმიტის  პრობლემა და  პრეზენტაციის დროს 2 წუთი  გადამიცილდა.                         რაც  შეეხება შეფასებას
განმავითარებელი  შეფასება არ  იყო კარგად გაკეთებული,მართალია არ დარღვეულა ობიექტურობის პრინციპი,მაგრამ  შეიძლებოდა ყოფილიყო  უფრო წამახალისებელი.
        აღნიშნულ  საკითხებს გავითვალისწინებ  მომავალში.
                                                                       ნ.კუხალაშვილი

                                                                     2017 წელი/






2018 წლის 28 მაისს ჩატარებული სამოდელო  გაკვეთილი 10 კლასში,
თემა : მხედველობის ორგანო,აგებულება,დარღვევები,ფოტორეცეპტორების  ტიპები








რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილი  მხედველობის ორგანოს  აგებულება.მხედველობის რეცეპტორების ტიპები.ფერადი მხედველობა*
პედაგოგი-ნინელი კუხალაშვილი
   ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის  ჩატარება სასწავლო გაჩერებებით გადავწყვიტე. სააწავლო  გაჩერებები დიფერენცირებული სწავლების ფორმაა და შესაბამისად ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ხერხი ავირჩიე-ესენია ვიდეორგოლი, ექსპერიმენტები, სქემების  საფუძველზე  მონაცემთა  ანალიზი, სახელმძღვანელოსთან მუშაობა. ეათე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი დამღლელი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ გაკვეთილში დავგეგმე აქტივობები და არ ავიღე გაკვეთილების სერია. დროის მოგების მიზნით კლასი წინასწარ დავყავი ჯგუფებად, მოვაწყვე ოთახში მაგიდები ჯგუფური მუშაობისთვის და დავახვედრე სასწავლო რესურსები და ინსტრუქცია, გაკვეთილზე დროის მოგების შესაძლებლობა მომცა აგრეთვე რესურსების სწორად ორგანიზებამ და განლაგებამ.
                                                
          მოსწავლეებს სამუშაო მაგიდებთან დახვდათ მკაფიო ინსტრუქციებიინსტრუქციებს ეწერა ჯგუფის ნომრები, ამან არეულობა და ზედმეტი შეკითხვების დასმის პრობლემა მოაგვარა.
      პირველი აქტივობის მიზნის გაცნობის დროს მივეცი  მითითებები რომელი  მეთოდით  ვისარგებლებდი მიზნის  მისაღწევად  და  რა  რუბრიკებით  ვისარგებლებდი შეფასების  დროს.შევახსენე  ქცევის  წესებიც.
      მეორე აქტივობა  ცოდნის  კონსტრუირება  მოვახდინე  სასწავლო  გაჩერებებით.
      პირველ  გაჩერაბაზე წარმოდგენილი  თვალის  მოდელის  საშუალებით  ბავშვებმა სწორად  გასცეს პასუხები, თუ  რა  ნაწილებისგან  შედგება თვალი,რა გზას  გაივლის საგნებიდან  წამოსული სინათლე  და  როგორ ხდება  საგანთა  ფოკსირება.
       მეორე  გაჩერებაზე იყო * დაკარგული სიტყვების*  პოვნა სახელმძღვანელოს გამოყენებით,ამ აქტივობამ  დიდი ინტერესი  გამოიწვია,ყველა  მათგანი სახელმძღვანელოში  ეძებდა რომელი სიტყვები იყო *დაკარგული*.
       მესამე გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო  ორი ექსპერიმენტი.ექსპერიმენტებმა სიხარული გამოიწვია ბავშვებში.
    მოსწავლეებს დახმარება მხოლოდ ექსპერიმენტი: * თვალი ბროლი,როგორც ლუპა* გაასაანალიზებლად დაჭირდათ, სადაც უნდა  მიეღოთ ყვავილიანი ქოთნის თავდაყირა გამოსახულება კედელზე. დახმარება გავუწიე ყველა ჯგუფს ახნის საშუალებით.
         მეოთხე  გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო სქემები  მხედველობის  დარღვევების შესახებ.ცხრილები ყველა  ჯგუფმა  უშეცდომოდ შეავსო.
         წარმოდგენილი მქონდა ალტერნატიული გაჩერებაც.სადაც ბავშვები სლაიდის  საშუალებით  გაეცვნენ სხვადასხვა  ცხოველის მხედველობის ორგანოებს.
     ნამუშევრების წარმოდგენის დროს ერთმა მოსწავლემ გააკეთა თავისი ჯგუფის პრეზენტაცია და შეადარა სხვა ჯგუფის ნამუშევრებს. უკეთესი იქნებოდა, სხვა ჯგუფებისთვის მეკითხა, განსხვავებულად ხომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ინფორმაცია და რატომ? განმსაზღვრელი შეფასებით მხოლოდ პრეზენტატორები  შევაფასე.უმჯობესი  იქნებოდა სხვებიც შემეფასებინა.რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
     როგორც მოსწავლეთა თვითშეფასებებიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად გაჩერება ექსპერიმენტი მოეწონათ, ეს მეც შევამჩნიე საგაკვეთილო პროცესში, ყველაზე აქტიურად და ხალისით ამ გაჩერებაზე მუშაობდნენ.განსაკუთრებით კი  პირველმა ექსპერიმენტმა *როგორ ვიპოვოთ  ბრმა  ხალი * გამოიწვია.ყველა  მათგანი  ცდილობდა საკუთარ  თავზე  აღმოეჩინათ ბრმა ხალი. მოსწავლეთა შეფასება გამიადვილა განმავითარებელმა  დაფამ,სადაც ვაკეთებდი აღნიშვნებს  ჯფუფური   და  გაჩერებებზე მუშაობის  დროს
მეოთხე აქტივობა ვედეორგოლით:* იცით  თუ  არა* დავამთავრე.სადაც  წარმოდგენილი  იყო თვალზე 25  საოცარი  ფაქტის  შესახებ.

   დამსწრე კოლეგებისთვის მეთოდი ,,სასწავლო გაჩერებებისაინტერესო აღმოჩნდა, როგორც აღნიშნეს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში და ამ მეთოდს თვითონაც გამოიყენებენ მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.






2018 წელი.დეკემბერი.სამოდელო  გაკვეთილი ბიოლოგიაში.თემა:" ამნიოცენტეზი"


























No comments:

Post a Comment